ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის მიერ C ჰეპატიტის მკურნალობის შესახებ ინფორმაციის არასწორად ინტერპრეტირება მოახდინა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის მიერ C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართულთა შესახებ გაჟღერებული ინფორმაციის არასწორად ინტერპრეტირება მოახდინა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მკურნალობაში ჩართულია 53 000 ადამიანი. მისივე თქმით, 2020 წლის ბოლომდე სამიზნე მაჩვენებელი 125 000-სს წარმოადგენს.

„ვფიქრობ, რომ მინისტრის გამონათქვამი ბატონი ზურაბის მიერ არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. მკურნალობაში ჩართულია 53 000 ადამიანი, იქიდან დაახლოებით, 49 000-მა ადამიანმა უკვე დაამთავრა და განკურნების მაჩვენებელი არის 98%. ანუ ჩვენ ჩვენს სამიზნემდე, რომელიც 123000-125000-ის ფარგლებში მერყეობს, მომავალი 2 წლის განმავლობაში კიდევ უნდა ჩავრთოთ მკურნალობაში დაახლოებით, 60 000-65000 ადამიანი. ამიტომ ის რაც გაჟღერდა, 125 000 არის 2020 წლის ბოლომდე სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც უნდა იქნას ქვეყანაში განკურნებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პრობლემაა, რომ 2020 წლისთვის C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცია ვერანაირად ვერ მოხდება, როგორც ეს პროგრამის მიზნებშია გაწერილი. მისივე თქმით, „ევროპული საქართველო” შეშფოთებულია ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგ­რა­მის 2020 წელს შე­წყვე­ტის რის­კი არ­სე­ბობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა