ვანო ზარდიაშვილი - გიგაური, ჯანეზაშვილი, მენაბდე და არასამთავრობოების  წარმომადგენლები ვერ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებსაც კი, რომ მათ საერთოდ შეაფასონ სასამართლოში მიმდინარე პროცესები

„ქალბატონი გიგაური, ჯანეზაშვილი, მენაბდე და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვერ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებსაც კი, რომ მათ საერთოდ შეაფასონ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები“, - ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა გააკეთა.

ზარდიაშვილის განცხადებით, ისურვებდა რომ სასამართლოზე შეფასებები შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების პირებმა გააკეთონ.

"ვისურვებდი, სასამართლო აკრიტიკოს იმ ხალხმა, ვისაც ამის კომპეტენცია გააჩნია. ქალბატონ გიგაურს, ჯანეზაშვილს, მენაბდეს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოცდაც კი არ აქვთ ჩაბარებული. ისინი ვერც კი აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს და კრიტერიუმებს, რომ საერთოდ შეაფასონ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები, მათ არ აქვთ ამის გამოცდილება", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს