დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე  მოკვლევის ჯგუფი ადგილობრივ არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების  წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებთან დაკავშირებით შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა პირველი სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებთან გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თემატურ მოკვლევის ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილი 26-მა ორგანიზაციამ დაადასტურა.

შეხვედრაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატი განისაზღვრა. იმსჯელეს თუ რა ვადებში იქნება შესაძლებელი ორგანიზაციების მიერ საკუთარი მოსაზრებების ჯგუფისთვის წარმოდგენა.

„დღეს გვქონდა პირველი შეხვედრა ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელთაც დეზინფორმაციასა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ძალიან დიდი ინტერესია ჯგუფის მუშაობის მიმართ, რაც მოსალოდნელიც იყო. პრობლემა ძალიან აქტუალურია და ვფიქრობ, რომ ის საფრთხეები, რომელიც საქართველოში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საშუალებებით ვრცელდება და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისკენ არის მიმართული, ნამდვილად საჭიროებს ხელისუფლებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ თანამშრომლობას. ორგანიზაციებმა რომელთაც პროცესში ჩართვა დაადასტურეს, ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი კვლევა და ანგარიში აქვთ გამოქვეყნებული. ვფიქრობ რომ ამ პროცესში მათი მონაწილეობა ძალიან ღირებული იქნება“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ რომ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა, რომლის მომხსენებელი არის ნინო გოგუაძე. თემატური მოკვლევის ჯგუფი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სამი თვის განმავლობაში იმუშავებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მხარდამჭერია ვესტმინსტერი ფონდი დემოკრატიისთვის (WFD).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა