აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საპარლამენტო ზედამხედველობის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საპარლამენტო ზედამხედველობის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრა მიზნად ისახავდა პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული საზედამხედველო მექანიზმების დანერგვის და მათი უფრო ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობას.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, კომიტეტების თავმჯდომარეები, მუდმივმოქმედი საბჭოების ხელმძღვანელები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროექტის ხელმძღვანელმა, ლევან სამადაშვილმა მიმართეს.

ერთ-ერთი სესია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი თავმჯდომარეობდა, საპარლამენტო ზედამხედველობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობას დაეთმო.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს, ასევე, დონორი ორგანიზაციების წვლილზე პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაში, მისიებისა და პროექტების მხრიდან ღია ჩართულობის შესაძლებლობაზე და ახალი რეგლამენტის მიხედვით საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციაზე.

ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენელმა, დეივიდ თირლბმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის კომიტეტების საზედამხედველო საქმიანობა, თემატური მოკვლევის პროცესი, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის განხორციელების პრაქტიკა გაერთიანებულ სამეფოში და ამ კუთხით განსხვავებული მიდგომები ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

საპარლამენტო ზედამხედველობის საკოორდინაციო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეაჯამა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა