„ევროპული საქართველო" საპენსიო რეფორმის 2020 წლის 1 იანვრამდე შეჩერებას მოითხოვს

„ევროპული საქართველო" საპენსიო რეფორმის 2020 წლის 1 იანვრამდე შეჩერებას მოითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს" „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ განუცხადა, დღეს მოქალაქეებს ანაბარზე უფრო მეტი თანხა ერიცხებათ, ვიდრე სახაზინო სადეპოზიტო ანგარიშებზე, სადაც ხელფასიდან მოჭრილი 2% ინახება.

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, რომ ხალხის ჯიბიდან ფულის ამოღება, ე.წ. სახელმწიფო პენსიის დაგროვების მიზნით, უნდა შეჩერდეს, ვინაიდან საპენსიო სააგენტოს დირექტორის განცხადებითვე, მათ არ იციან ეს ფული სად წაიღონ. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი მოდელი, როდესაც შენ მოქალაქეებს ფულს ართმევ, საგადასახადო ტვირთს ზრდი ისე, რომ არ იცი ეს ფული სად დააბანდო. კანონის მიხედვით, შესაქმნელია საინვესტიციო საბჭო, საინვესტიციო საბჭომ უნდა მიიღოს პრიორიტეტები, სადაც უნდა დააბანდოს მოქალაქეების ეს ფული. ჩვენ ვიძახით, რომ 2020 წლის 1 იანვრამდე, სანამ ეს ყველაფერი განისაზღვრება, ყველაფერი შეჩერდეს. შეჩერდეს ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ფულის ამოღება. უმრავლესობამ თქვა, ჯერ მოვუსმინოთ საპენსიო სააგენტოს დირექტორსო, კი ბატონო, არ ვართ წინააღმდეგ, მაგრამ რეალობას ეს ვერ შეცვლის. საინვესტიციო საბჭო ვერ დააკომპლექტეს, პრიორიტეტული მიმართულებები ვერ განსაზღვრეს, ჩვენი მოქალაქეების ფული ვერ დააბანდეს, სად წაიღონ არ იციან და უდევთ ის ფული სადეპოზიტო სახაზინო ანგარიშზე და მოქალაქეს ანაბარზე უფრო მეტი თანხა ერიცხება, ვიდრე ამ სახაზინო სადეპოზიტო ანგარიშზე. ეს არის „ქართული ოცნების" უპასუხისმგებლო პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს