„ევროპული საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს, „თიბისის“ და ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნას

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს, „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

როგორც სერგი კაპანაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროკურატურა აღნიშნულ საქმეში მხარეა და არ ღირს გამოძიების დასრულებამდე ლოდინი.

„მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ „თიბისი ბანკის“ და მისი დამფუძნებლების ირგვლივ, ისევე როგორც ანაკლიის კონსორციუმის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ მანკიერებაზე მიუთითა რაც დღეს არსებობს საქართველოში. მათ შორის პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე. იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურა, რომელიც იძიებს ამ საქმეს და რომელიც აშკარად ჩანს, რომ ამ საქმეში მხარეა და რომელიც ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული ხელისუფლების მიერ, ამას ბოლომდე ვერ გამოიძიებს.

ამიტომ ყველა ის კონტრარგუმენტი, რომ დაველოდოთ გამოძიებას და პროკურატურის დასკვნებს, მიუღებელია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება, რომ პარლამენტმა რომელსაც გააჩნია საჯაროობის და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ მოფინოს ნათელი და გაირკვას რა ხდება.

მოვუწოდებ დეპუტატებს, რომ ამ საკითხს დაუჭირონ მხარი და საკითხი უახლოეს პერიოდში იქნას დღის წესრიგში შეტანილი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძეს რეპლიკის სახით უპასუხა და აღნიშნა, რომ „პროკურატურისთვის რომ გვეცლია უკეთესი იქნებოდა“.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი