სერგი კაპანაძე - პროკურატურა არის ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში და გამოიყენება „თიბისის“ წინააღმდეგ შეტევაში

პროკურატურა არის ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში და გამოიყენება „თიბისის“ წინააღმდეგ ამ შეტევაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ მათ მიერ ინიცირებული ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელიც „თიბისი ბანკის“ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს.

სერგი კაპანაძის თქმით, მმართველ გუნდს მხოლოდ ერთი არგუმენტი გააჩნია დროებითი საგამოძიებო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც პროკურატურის დალოდებას გულისხმობს.

„ევროპულმა საქართველომ“ დღეს მოახდინა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირება, რომელმაც უნდა შეისწავლოს „თიბისი ბანკის“ და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ შეტევის ფაქტები, რომელიც მომდინარეობს ხელისუფლების მხრიდან. ბუნებრივია, კონტრარგუმენტი, რაც ჩვენ მოვისმინეთ თავმჯდომარისგან არის ის, რომ პროკურატურას უნდა დაველოდოთ, მაგრამ პროკურატურა დღეს არის სრულიად დისკრედიტირებული. პროკურატურა არის ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში და გამოიყენება სწორედ ამ შეტევაში "თიბისის" წინააღმდეგ, ხოლო პარლამენტი არის ერთადერთი ორგანო, რომელსაც ძალა შესწევს და შეუძლია, რომ ეს საგამოძიებო კომისია შექმნას და ნათელი მოჰფინოს ამ საქმეს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, თუ უმრავლესობის დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ ამ ინიციატივას, ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ „თიბისის“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სწორედ ხელისუფლებისგან არის განპირობებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა