სასამართლომ  მინდია გოგოჭური და მასთან ერთად დაკავებული გიორგი რაზმაძე პატიმრობაში დატოვა

ყოფილი პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურისა და მასთან ერთად დაკავებული გიორგი რაზმაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა შოთა მანელიძემ გოგოჭურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 10 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

მანელიძის განმარტებით, თუკი, სასამართლო საჭიროდ ჩათვლის, ამ თანხის 50 000 ლარამდე გაზრდა მათთვის მისაღები იქნებოდა. ადვოკატის თქმითვე, ისინი თანახმა იყვნენ გოგოჭურზე ელექტრონული მონიტორინგიც განხორციელებულიყო.

მანელიძის განცხადებით, ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე გოგოჭურის დნმ არ ამოსულა. ადვოკატის თქმითვე, გოგოჭურის მხრიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არ არსებობს.

დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

მინდია გოგოჭურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით აქვს წაყენებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას, გულისხმობს. მას ბრალი ასევე წაყენებული აქვს 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

რაც შეეხება გიორგი რაზმაძეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით აქვს წაყენებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მინდია გოგოჭურს სამართალდამცავებთან პრობლემები აქამდეც ჰქონია. ის სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე იყო დაკავებული.

იხილეთ ვიდეო: ყოფილი პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მასთან ერთად დაკავებული გიორგი რაზმაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია