როს უილსონი „თიბისიზე“ კიბერშეტევის საქმეზე - მნიშვნელოვანია,  ეს მოვლენები რა შედეგით დასრულდება

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი „თიბისი ბანკზე“ განხორციელებულ კიბერ შეტევას ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გარკვევა და საზოგადოებამდე მიტანა, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მოვალეობაა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმეს და მისი დასასრული და შედეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, როგორ იქნება ახსნილი ეს მოვლენები და რა შედეგით დასრულდება. მას შეიძლება ჰქონდეს ცუდი და კარგი ეფექტი საქართველოს იმიჯზე, როგორც ადგილზე ბიზნესის საწარმოებლად. მე პირადად ვერ ვურჩევ პარლამენტს, არ ვარ იმ პოზიციაზე, რომ ვურჩიო შექმნას საგამოძიებო კომისია. თუმცა ეს არის მოვალეობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა, რომ ახსნან ეს საკითხი და ფართო საზოგადოებამდე მიიტანონ, თუ რასთან გვაქვს საქმე და რა ხდება“, - განაცხადა როს უილსონმა.

იხილეთ ვიდეო: "თიბისიზე" კიბერშეტევის საქმეზე მნიშვნელოვანია მოვლენები რა შედეგით დასრულდება" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება