გია ხუხაშვილი - არა მგონია, მამუკა ხაზარაძეს  ჰქონდეს ილუზია, თითქოს ვიღაცა  შეურიგდება

არა მგონია, მამუკა ხაზარაძეს ჰქონდეს ილუზია, თითქოს ვიღაცა შეურიგდება, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა. .

გია ხუხაშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძეს გაცნობიერებული აქვს, რომ ზედმეტი ხმაური ვითარებას გაამწვავებს და ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება პროცესებს.

„ნებისმიერი განცხადება არის ვითარების კიდევ უფრო გამწვავება. როდესაც შენ ვიღაცასთან დავობ, ყოველთვის გაქვს იმედი, რომ ის გონს მოეგოს და ღრმად არ შეტოპოს. გარდა ამისა, ასეთი დაპირისპირების დროს გჭირდება გარკვეული ტაქტიკა. ეს არ არის ერთსვლიანი კომბინაციები და აქ არ ვსაუბროთ ჩვენ ჭადრაკის დაფით ჩაპაევის თამაშზე. ეს არის საკმაოდ სერიოზული თამაში, სადაც ყველა კოზირის ერთბაშად მაგიდასთან დალაგება არ იქნებოდა სწორი. გასაგებია, რომ მისი ოპონენტი არის ხელისუფლება, , რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ინსტურმენტი და ბერკეტი და ამიტომ დოზირებულად, თავშეკავებულად ამ საქმის წარმართვა და პარალელურად, იმ ვითარების შექმნა, რომელშიც შესაძლებელია მუშაობა, მე ვფიქრობ ეს აბსოლუტურად სწორი ნაბიჯებია. არ დაგვავიწყდეს, რომ ანაკლიის თემები არის დასაკონტრაქტებელი. გასაგებია, რომ საკმაოდ მძიმე ვითარება შეექმნა მამუკა ხაზარაძეს ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, მაგრამ ზედმეტი ხმაური და ესკალაცია კიდევ უფრო დაამძიმებს იქ მდგომარეობას. ეს ესმის და ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად მიჰყვება ამ ყველაფერს. არა მგონია, რომ მას ჰქონდეს ილუზია, თითქოს ვიღაცა შეურიგდება. ის, რომ ვიღაცა გადაიფიქრებს კიდევ უფრო ღრმად დ შეტოპვას -კი ბატონო, ამის იმედი შეიძლება ჰქონდეს. მოლაპარაების და შეთანხმების იმედია კი, არამგონია, რომ ჰქონდეს“, -აცხადებს გია ხუხაშვილი

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა