გია ხუხაშვილი  - ამ  „ენკი ბენკითი“  ადასტურებენ,  რომ მუქარის წერილი მართლა იყო

როგორ გამოვრიცხო, მითხარით?!-ასე უპასუხა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემის „360 გრადუსი“ წამყვანს კითხვაზე, უშვებს თუ არა იმ ფაქტს, რომ შესაძლებელია მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილის ავტორი სწორედ შს მინისტრი გიორგი გახარია იყოს.

გია ხუხაშვილის თქმით, ამ საკითხზე „მჯერა-არ მჯერათი“ ლაპარაკი არ შეიძლება, თუმცა ის პოზიცია, რომელიც დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ არჩეული, ადასტურებს, რომ „წერილი მართლა იყო“.

„როგორ გამოვრიცხო მითხარით?! მე შეიძლება ძალიან არ მინდა გახარიაზე ეს დავიჯერო, რადგან გარკვეულწილად პასუხისმგებლობას ვგრძნობ ამ ხელისუფლების წარმოამდგენლებზე და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ გახარიაა. ნათელი წერტილივით არის ხომ?! რაღაცა თამასა მაინც დაიჭირა ირგვლივ სრულ სიბრიყვეში, მაგრამ ჩვენ ახლა გვაქვს სიტყვა სიტყვის წინააღმდეგ. მჯერა-არ მჯერათი არ შეიძლება ამ თემაზე ლაპარაკი.ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლება იმით განსხვავდება ჩვენგან, რომ მას არ აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის ფუფუნება, ხელისუფლებაზეა ყოველთვის მტკიცების ტვირთი. როცა ასეთი ბრალდება ისმის, ვალდებულია, კი არ იქილიკოს, „ენკი ბენკი“ და სისულეეები კი არ იძახოს, რადგან ამ „ენკი ბენკითი“ ადასტურებენ რომ წერილი მართლა იყო.“-აცხადებს ხუხაშვილი.

იხილეთ ვიდეო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს