ირაკლი კობახიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე - ნებისმიერი თანმდევი პროცესი, რომელიც ამ საქმეს უკავშირდებოდა გამოძიებული იქნება

ნებისმიერი თანმდევი პროცესი, რომელიც ამ საქმეს უკავშირდებოდა იქნება გამოძიებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „თიბისი ბანკის“ საქმესა და მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არის სურვილი, რომ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიდეს, რაც დაუშვებელია, ვინაიდან ის მთლიანად სამართლებრივი მიმართულებისაა.

ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მსგავსი ინიციატივები გამოძიების დაწყების პირველივე ეტაპზე მიუღებელია.

„ნებისმიერი თანმდევი პროცესი, რომელიც ამ საქმეს უკავშირდებოდა იქნება გამოძიებული. ჩვენთვის მთავარია ეს ყველაფერი არ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში. ამის ყველანაირი მცდელობაა, მათ შორის ის, რომ ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნა დააინიცირა, მაშინ როდესაც საგამოძიებო პროცედურები ახლაა დაწყებული. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს საკითხი გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს