გრიგოლ ვაშაძე - ამ ე.წ. ხელისუფლებას სჭირს პარანოია - რომ შეეძლოთ, მთელ ოპოზიციას ციხეში ჩასვამდნენ

ამ ხელისუფლებას რომ შეეძლოს, მთელ ოპოზიციას ციხეში ჩასვამდა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გურჯაანში, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება შეპყრობილია პარანოიით, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მოსამართლემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 15 000 მოქალაქის და 27 დეპუტატის ჩასვლა მოითხოვა.

„დიდი იმედი მაქვს და ძალიან მინდა, რომ დათო გამოვიდეს, მაგრამ ამას რომ დაინახავ, რაც ჩვენს უკან ხდება, სამედიცინო დიაგნოზი არის, რომ ამ ე.წ. ხელისუფლებას სჭირს პარანოია. წინა სხდომაზე სასამართლომ გამოაცხადა, რომ პარლამენტის ყველა ის წევრი და მოქალაქეები, რომლებიც თავდებში ჩაუდგნენ დავით კირკიტაძეს, მინდა ვნახო, რათა დავრწმუნდე, რომ ესმით სამართლებრივი პასუხისმგებლობა თავდებობისო. აი, მოვიყვანეთ ეს ხალხი, ახლა უკვე არ ვიცი რას მოიგონებენ. ერთი რაღაც ნამდვილად შემიძლია გითხრათ, ამ ხელისუფლებას რომ შეეძლოს, მთელ ოპოზიციას ჩასვამდა ციხეში, რადგან ეს არის რუსეთის ფედერაციის თარგზე მოჭრილი საოკუპაციო რეჟიმი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს