თეა წულუკიანი მისი შესაძლო გადადგომის მიზეზზე - ამაზე ვისაუბრებ მაშინ, როდესაც მექნება თეთრი თმა და გავიკეთებ „კოსას“

„კვარტალი ერთია და რამდენჯერმე ისმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ წულუკიანი შეიძლება გადააყენონ, გაუშვან ან შეიძლება წავიდეს, მაგრამ ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს,“ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, მას თავად გაუჩნდა სურვილი საჭიროების შემთხვევაში ეს პოსტი სხვას დაუთმოს.

„მეშვიდე წელი დაიწყო, რაც მე ჩემს კოლეგა დავით სერგეენკოსთან ერთად ვაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას, კვარტალი ერთია და რამდენჯერმე ისმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ წულუკიანი შეიძლება გადააყენონ, გაუშვან ან შეიძლება წავიდეს, მაგრამ ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს და მე გამიჩნდა თავად სურვილი, რომ თუ ეს საჭიროა, ადგილი დავუთმო სხვას, მაგრამ ამ თემაზე მე არ ვისაუბრებდი ეს ამავი გარეთ რომ არ გამოსულიყო, მაგრამ რაკი თქვენამდე მოვიდა და როცა ეს სიმართლეა, ჩავთვალე საჭიროდ, რომ გულწრფელად მეპასუხა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რა საკითხზე არსებობს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა, წულუკიანმა უპასუხა, რომ ამაზე შეიძლება მხოლოდ სიბერეში ისაუბროს.

„როდესაც მექნება თეთრი თმა და გავიკეთებ „კოსას“, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვთვლი საჭიროდ თემის დაკონკრეტებას, საერთოდ არ ვისაუბრებდი ღიად აზრთა სხვადასხვაობაზე, რომ არ გამოსულიყო გარეთ,“ - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, "თუკი მისი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მის ადგილს ხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში და მას ჰქვია კაკულიების გუნდი". "ეს არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი", - აღნიშნა წულუკიანმა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა