გიორგი ქობულია - მოვილაპარაკეთ, რომ აშშ-ში, „სამსუნგის” ინოვაციების ცენტრთან საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპები დავაკავშიროთ

მოვილაპარაკეთ, რომ აშშ-ში, “სამსუნგის” ინოვაციების ცენტრთან საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპები დავაკავშიროთ, - ამის შესახებ კორეაში ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ “სამსუნგის” ვიცე-პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “სამსუნგის“ აშშ-ის ინოვაციების ცენტრი ეძებს საინტერესო იდეებს და ამ პროცესში ქართული სტარტაპების ჩართულობა საქართველოში ინოვაციების განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

“საინტერესო შეხვედრა გვქონდა “სამსუნგის“ ცენტრალურ ოფისში, კომპანიის ორ ვიცე-პრეზიდენტთან. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი საქართველოში ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება, რომელზეც ვისაუბრეთ და მოვილაპარაკეთ, იყო საქართველოში ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპების დაკავშირება “სამსუნგის“ ინოვაციების ცენტრთან აშშ-ში. ეს ცენტრი ეძებს საინტერესო იდეებს და საკითხის განხილვის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ შესაძლებელია მათ რამდენიმე ქართული სტარტაპის იდეებიც გამოადგეთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარებისთვის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტებთან შეხვედრისას გიორგი ქობულიამ საქართველოში არსებულ ინოვაციურ ეკოსისტემაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე ტექნოლოგიური პარკებისა და სხვა ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

“შეხვედრაზე ხაზი გაესვა “სამსუნგის“ მეტი ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ პროცესში. კორეული კორპორაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში ტექნოლოგიური პროცესებით, აგრეთვე ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ “სამსუნგის“ მხარემ გამოთქვა მზადყოფნა განიხილოს წინადადებები საქართველოში მათი საქმიანობის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტებთან შეხვედრა სეულთან ახლოს, ქალაქ სუვონში "სამსუნგის" ციფრულ ქალაქში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ ციფრულ ქალაქში მდებარე “სამსუნგის“ ინოვაციური მუზეუმი დაათვალიერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა