დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი - ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის სიხარულიძეა და გვარს იბრალებს

ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და გვარს იბრალებს, - ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატის თქმით, არსებული ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახზე დნმ კვლევა ჩაატარა, რითაც დაადგინა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონი არ არის და სინამდვილეში სიხარულიძეა.

"ოფიციალური მონაცემები ჩემთვის არ მოუციათ, მაგრამ ჩემთვის ცნობილია და სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი. ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს. აი,ახლა წავიდნენ და მიჩივლონ. თუ არ არის სიხარულიძე მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა", განაცხადა ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ.

მან ისაბრა გამოცემა "დეილი მეილთან" დაკავშირებითაც აღნიშნა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახმა ამ გამოცემას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სახელის შელახვის მიზნით დეზინფორმაციის გამოქვეყნება შეუკვეთა.

ადვოკატის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გამოცემაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა 3000 ფუნტის სანაცვლოდ გამოცემის ჟურნალისტს ბაგრატიონთა ჯილდოს გადაცემა შესთავაზა.

„რაც შეეხება „დეილი მეილს", მინდა საზოგადოებას და ჟურნალისტებსაც მოგიწოდოთ ინფორმაცია, რომ როცა "დეილი მეილს" იყენებთ წყაროდ, უნდა ვნახოთ რა გაზეთთან გვაქვს საქმე. ეს არის უკიდურესად მარგინალური და არასანდო გაზეთი. ეს გაზეთი თანამშრომლობს გრუზინსკებთან და ეს იყო გრუზინსკების მიერ შეკვეთილი სტატია, რათა დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის ჩრდილი მიეყენებინათ", - განაცხადა ლევან ჩხაიძემ.

თბილისი საქალაქო სასამართლოში სამეფო ოჯახის დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ანა ბაგრატიონი-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე სამეფო ოჯახის სახელს ბოროტად იყენებს და ჯილდოებს ბაგრატიონების სახელით უკანონოდ არიგებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა