გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდში ომის ვეტერან დევნილებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი ზუგდიდში, ომის ვეტერან დევნილებს შეხვდნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, მიმდინარე წელს, სამინისტრო სპეციალურ პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, პრიორიტეტი ომის ვეტერანი დევნილების გრძელვადიან განსახლებას მიენიჭება.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ომის ვეტერანი დევნილების შეკითხვებს უპასუხა, მათი საჭიროებები მოისმინა და დახმარება აღუთქვა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა