დავით სერგეენკო - პირადად ვესაუბრე თეა წულუკიანს და  აღნიშნა, რომ საკითხი ამოწურულია

პირადად ვესაუბრე თეა წულუკიანს და აღნიშნა, რომ საკითხი ამოწურულია და კონსესუსი მიღწეულია, - ამის შესახეჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა.

სერგეენკოს თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რას შეეხებოდა შიდაუწყებრივი თემა თეა წულუკიანის სამინისტროში.

„როგორც თეა წულუკიანმა თქვა, ეს იყო მისი შიდა უწყებრივი საკითხები,რომელიც იყო შესათანხმებელი. მე არ ვარ ჩახედული დეტალებში თუ კონკრეტულად რა საქმე იყო, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ეს საკითხი ამოწურულია და აგრძელებს მუშაობას. დღეს მას პირადად ვესაუბრე და საუბრისას აღნიშნა, რომ საკითხი ამოწურულია და კონსესუსი მიღწეულია. ალბათ, თვითონ თუ ჩათვლის საჭიროდ, ის საკითხზე გააკეთებს განმარტებას", - განაცხადა სერგეენკომ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები, სერგეენკომ აღნიშნა, რომ ამჟამად რომელიმე მის კოლეგაზე ან პირადად მასზე საუბარი არ არის.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 11 მარტს განაცხადა, რომ არის 4-5 დღის წინ გა­ჩე­ნი­ლი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ეხე­ბა მისი სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში გა­და­სა­წყვეტ სა­კითხს.

„ამ თე­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­კუ­სია, მე მაქვს ჩემი ძა­ლი­ან მყა­რი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც არც რო­მე­ლი­მე ერთ რე­ფორ­მას, არც რო­მე­ლი­მე ერთ პრო­ცესს ან პრო­ცე­დუ­რას არ ეხე­ბა. ეს არის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ჩემს თვალ­ში არის ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და თუ ვნა­ხე, რომ ეს პო­ზი­ცია არ იქ­ნე­ბა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, არ ვი­ფიქ­რებ არც ერთ წუთს და გვერ­დზე გა­ვი­წე­ვი“, - განაცხადა წულუკიანმა.

დღეს კი თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დისკუსია დასრულებულია.

„შევ­ძე­ლით და პო­ზი­ცი­ე­ბის გაც­ვლა და­ვას­რუ­ლეთ, დის­კუ­სია დას­რუ­ლე­ბუ­ლია. პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ჯე­რე­ბუ­ლია და თემა არის ამო­წუ­რუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ერ­თი­ა­ნი გუნ­დის და ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბას“, - აღნიშნა დღეს წულუკიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო