ევროპა  Boeing 737 Max 8-ის ტიპის თვითმფრინავის ექსპლუატაციას აკრძალავს

საავიაციო უსაფრთხოების ევროპული სააგენტო (EASA) აპირებს, თვითმფრინავის მოდელის - Boeing 737 Max 8-ის ექსპლუატაცია აკრძალოს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ეთიოპიაში ჩამოვარდა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველო უკვე შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თვითმფრინავის აღნიშნულ მოდელს თავის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალეს.

აღნიშნული მოდელის ფრენა, ასევე, შეზღუდეს საკუთარ საჰაერო სივრცეში გერმანიამ, საფრანგეთმა და ირლანდიამ. თავდაპირველად ამ ტიპის თვითმფრინავზე შეზღუდვა მალაიზიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ შემოიღო.

შეგახსენებთ, 10 მარტს ეთიოპიაში „Ethiopian Airlines“-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა „Boeing 737“-მა კატასტროფა განიცადა, რომლის ბორტზე მყოფი 157-ვე ადამიანი დაიღუპა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა