ზვიად კუპრავას საქმეზე დღეს პატრულ-ინსპექტორები და საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები დაიკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დაკავებული "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის ზვიად კუპრავა საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი პროცესი მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდება.

პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის განცხადებით, დღეს მოწმის სახით დაიკითხებიან ის ადამიანები, ვინც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს შეესწრნენ.

ზვიად კუპრავას გამოძიება მოსამართლისადმი უპატივცემულობას ედავება.

„დღევანდელ პროცესზე უშუალოდ დაიკითხებიან ის პირები, ვინც შეესწრნენ სასადილოში მომხდარ ინციდენტს, მათ შორის, მოსამართლის შეურაცხყოფის კონკრეტულ ფაქტებს. დღეს

დაიკითხებიან: პატრულ-ინსპექტორები, საპატრულო პოლიცის თანამშრომლები და ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები", - განაცხადა დავით კიკაჩეიშვილმა.

აღნიშნულ ფაქტზე საქმე აღძრულია სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და ასევე ჯარიმასაც.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება. სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა