საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტს ქალაქ ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო დროშებით და საპატიო ყარაულით სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია შეხვედრები ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არარატ მირზოიანთან.

სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრები: კახაბერ ოქრიაშვილი, გივი ჭიჭინაძე, ენზელ მკოიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.

ვიზიტი ორდღიანია და 14 მარტს დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა