თამარ ხულორდავა - თუ დადასტურდება, რომ ირაკლი კვარაცხელია იყო დაკავებული და ამ პროცესში მოხდა გარდაცვალება,  აუცილებლად მოხდება სათანადო რეაგირება

თუ დადასტურდება, რომ ირაკლი კვარაცხელია იყო დაკავებული და ამ პროცესში მოხდა გარდაცვალება, ან თუ დადასტურდება, რომ რაიმე სახით არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, ამაზე აუცილებლად მოხდება სათანადო რეაგირება, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების იმედი აქვთ და მუშაობენ იმაზე, რომ გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენება დროულად მოხდეს.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა, პირველად არ ხდება ასეთი რამ თუმცა მტკიცებით ფორმაში რამის თქმა მიჭირს, რადგან ჯერ ბევრი რამ არის გასარკვევი. არსებობს ინფორმაცია, რომ ის ჰყავდათ დაკავებული და ამ პირობებში დადგა მისი გარდაცვალების ფაქტი, პირველ რიგში ახლა არის აუცილებელი, რომ დადგინდეს ყველა გარემოება და

თუ დადასტურდება, რომ ის იყო დაკავებული და ამ პროცესში დადგა მისი გარდაცვალების ფაქტი, ან თუ დადასტურდება, რომ რაიმე სახით არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, ამაზე აუცილებლად მოხდება სათანადო რეაგირება.

იცით, რომ გვიჭირს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უშუალოდ რაღაც მოქმედებების ჩატარება, ისევ ჩვენი საერთაშოროსო პარტნიორების იმედად ვართ. ძალიან აქტიურად მუშაობენ ჩვენი პარტნიორები იმისთვის, რომ დაგვეხმარონ, რათა ყველა ღონე ვიხმაროთ და გარდაცვლილის გადმოცემა დროულად მოხდეს. შემდეგ უკვე ყველა შესაბამისი ზომა იქნეს მიღებული", - აღნიშნა ხულორდავამ.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ დადგინდა ფატი, რომ ირაკლი კვარაცხელია მოკლულია, უნდა შევიდნენ თუ არა დამნაშავეები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“, ხულორდავამ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში.

„პარლამენტს მიღებული აქვს რეზოლუცია საქართველო- რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით. ჩვენი მიდგომა არის ასეთი, რომ ყველა, ვინც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში იქნება მხილებული, უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ახლახანს მიიღო ევროპარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, ევროკავშირის რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ევროპარლამენტის ანგარიში ისევ და ისევ მოიხსენიებს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას და მოუწოდებს რუსეთს, დაემორჩილოს საერთაშორისო წესრიგს. რამდენად განხორციელდება ეს მოწოდებები, ეს მეორე საკითხია", - აცხადებს თამარ ხულორდავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა