ზვიად კუპრავას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურის მოწმეები, რომლებიც დღეს დაიკითხნენ, მიკერძოებულები არიან

ზვიად კუპრავას ადვოკატი ლევან დავითაია აცხადებს, რომ პროკურატურის მოწმეები, რომლებიც დღეს კუპრავას ბრალდების საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ, მიკერძოებულები არიან.

საუბარია მოწმის სახით დაკითხულ პატრულის თანამშრომელსა და მანდატურებზე, რომლებმაც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სხდომაზე ისაუბრეს. ადვოკატის თქმით, მანდატურის სამსახურმა პროცესზე ისაუბრა იმ გარემოებაზე,რომელიც მისთვის ცნობილი არ იყო. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომელს, დავითაიას თქმით,ის გარკვეული ტიპის პირად დამოკიდებულებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით, რაც ზოგადად საქმეზე აისახება.

„მოწმეთა განმარტებები ერთგვაროვანი არ არის და ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს გამორიცხავს. გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებთან მიმართებაში შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ისინი გარკვეულწილად მიკერძოებულები არიან როდესაც განმარტებებს აკეთებენ", - განაცხადა ლევან დავითაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებული „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავა საქმეზე პროცესი გაიმართა.

ზვიად კუპრავას გამოძიება მოსამართლისადმი უპატივცემულობას ედავება.

აღნიშნულ ფაქტზე საქმე აღძრულია სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და ასევე ჯარიმასაც.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.

გამოძიებისვე ინფორმაციით, სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.

გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლია 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა