14 მარტს საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმი გაიმართება

14 მარტს საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმი გაიმართება. სადაზღვევო ფორუმს საერთაშორისო მედია სააგენტო XPRIMM საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობისა და ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრის - კომპანია „ირაოს“ მხარდაჭერით მართავს.

ფორუმზე წარდგებიან სხვადასხვა ევროპული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის ვენის სადაზღვევო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი - პიტერ ტირინგი. პროგრამაში სპიკერებად დასახელებული არიან: პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის თავჯდომარე დავით ონოფრიშვილი.

კონფერენციის ძირითადი თემები იქნება სადაზღვევო ბაზრის გამოწვევები და განვითარების გზები. კონფერენციის მიზანია თავი მოუყაროს გლობალური სადაზღვევო ბაზრის ძირითად მოთამაშეებს და ყველას ვინც დაინტერესებულია საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარებით, წარმოადგინოს უახლესი ტრენდები ავტოდაზღვევის, აგრო დაზღვევის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ. ასევე განიხილება საკითხები ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ, რომელიც ამჟამად საქართველოს ბაზარზე ჯერ არ არის სავალდებულო.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში იმართება XPRIMM –ის დაზღვევის საერთაშორისო ფორუმი და კომპანია „ირაო“ - ვენის სადაზღვევო ჯგუფი, ამ კონფერენციის ოფიციალური პარტნიორია. ვფიქრობ, მსგავსი კონფერენციები არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს სადაზღვევო ბაზრისათვის. კომპანია „ირაო“ ვენის სადაზღვევო ჯგუფს წარმოადგენს, შესაბამისად, ჩვენთვის ნაცნობია სადაზღვევო ბიზნესის წარმოების თანამედროვე სტანდარტები, ამიტომ ვფიქრობ, ძალიან პროდუქტიული და საინტერესო იქნება ჩვენი სხვა უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და მსჯელობა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის გამოწვევებზე, განვითარების გზებსა და ახალ ტექნოლოგიებზე”, -აცხადებს კომპანია „ირაოს“ გენერალური დირექტორი ვახტანგ დეკანოსიძე.

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება
Wolt და Mastercard მომხმარებელს ახალ, შეუფასებელ აქციას სთავაზობს
"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის დაიწყო