გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნგრევად და ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ზუგდიდში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი, დამატებით 240 ბინის მშენებლობა დაიწყება. მშენებლობის დასრულების შემდგომ, ეტაპობრივად, ზუგდიდში არაერთი ნგრევადი ობიექტი დაიხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.

გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, საბავშვო ბაღების შენობებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებსაც შეხვდა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხს განიხილავს. გამოთავისუფლებული საცხოვრებელი ფართები კი ბაღების სარგებლობაში დაბრუნდება.

„სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტი ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ 2000-მდე დევნილ ოჯახს ბინა ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცა“, – აცხადებენ სამინისტროში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა