ანონსი  14 მარტი

14 მარტს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის ორგანიზებით, გაიხსნება რძის სექტორის მესამე კავკასიური კონგრესი.

საკონტაქტო ტელ: 599 468 999 ნინო თოფურიძე

14 მარტს, 09:00 საათზე, თბილისში, „რესპუბლიკას“ საკონფერენციო დარბაზში დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი №6

14 მარტს, 10:00 საათზე, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება EU4Justice მხადაჭერით ტარდება.

მის: სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი"

14 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ტფილისის ჰამქარი, ერთობლივი პროექტის ფარგლებში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ შემუშავებული კვლევების“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: ლერმონტოვის #10, სასტუმრო „იოტა“

14 მარტს, 10.00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - ,,ენერგეტიკა და გარემო“.

მის: სტუ-ის მე-8 კორპუსი, მ. კოსტავას 75

14 მარტს, 11:00 საათზე, „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“-ს ოფისში სალომე სამადაშვილოს პრესკონფერენცია გაიმართება

14 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: რა გამოკვლევა ჩაუტარდა ბაგრატიონთა წარმომადგენელებს ამერიკასა და საქართველოში - სამეფო ოჯახის დაპირისპირება.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე). საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

14 მარტს, 11:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ბავშვის 50-ლარიანი დახმარების გაცემის მეთოდებთან დაკავშირებით, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან შეხვედრას გამართავს.

მის: ჯანდაცვის სამინისტრო, წერეთლის 144

საკ. პირი: სალომე გოგინაშვილი - 558240770

14 მარტს, 11:30 საათზე, „ომეგა ჯგუფის““თანამშრომლები პრესკონფერენციას გამართავენ და საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

პრესკონფერენცია გაიმართება „ომეგა ჯგუფის“ ფაბრიკა „ოჯთ“-ში.

პეტრე სარაჯიშვილის #17

ტელ: ნინი კვერნაძე 595 01 10 00; გუგა ლეჟავა 593 46 28 69; შორენა ბრეგვაძე 557 72 93 13

14 მარტს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: თბილისის გენგეგმა, რომლის დამტკიცებასაც საკრებულო 15 მარტს გეგმავს.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

14 მარტს, 12.00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და „დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება” გამართავენ ერთობლივ პრეზენტაცია-დისკუსიას თემაზე - „დამოუკიდებელი დირექტორების როლი კორპორაციულ მართვაში“.

მის: საქართველოს პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

14 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განიხილავს ნეტო აღრიცხვის რეგულაციებში შესატან ცვლილებებს. ცვლილებების მიხედვით ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა მომხმარებელთა ჯგუფებს შეეძლებათ.

მის ა.მიცკევიჩის N19

14 მარტს, 12:00 საათზე, გაიმართება საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი ღონისძიება - პრეზენტაცია და დისკუსია - დამოუკიდებელი დირექტორების როლი კორპორაციულ მართვაში.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

14 მარტს, 13:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეოთხედ ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური „მათემატიკის ფესტივალი“ გიმართება. ღონისძიებას მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 10-ეულის წევრი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017-ის გამარჯვებული ლადო აფხაზავა გახნის.

საკონტაქტო ინფორმაცია: ირმა ჭარაქაშვილი - 577 69 41 03

14 მარტს, 13:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14 მარტს, 13.00 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მდებარე ნანა მჭედლიძის სახელობის სკვერში, დედაქალაქში არსებული ქუჩების გენდერული კვლევის შედეგად შექმნილი ბიოგრაფიული ბარათების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით ხორციელდება, სკვერში პირველი პარლამენტარი ქალების სახელზე ხეები დაირგვება და ნანა მჭედლიძის სახელობის აბრა გაიხსნება.

მის: ვაჟა-ფშაველას VII კვარტალი, IV კორპუსის მიმდებარედ

საკონტაქტო პირი: თამუნა ხომერიკი 595 09 31 43

14 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის ბიზნეს სახლის ოფისთან გაიმართება გაფიცული თარჯიმნების აქცია.

მის: რუსთაველის გამზ.#14/2

საკონტაქტო პირები: სოლიდარობის ქსელი - ნენო ჩარკვიანი 598 990 771; რევაზ კარანაძე - 593 13 80 87.

14 მარტს, 14:00 საათზე, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი (მეცნიერებათა დოქტორები: რამაზ გახოკიძე, ნუგზარ გულორდავა, კობა კობალაძე, თამაზ მეგრელიძე, ვახში ჟვანია, ზურაბ ფარესიშვილი, შოთა ჩხეიძე, საზოგადო მოღვაწეები: ომარ მხეიძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, გელოდი ფოცხიშვილი, პოლიტიკოსი თეიმურაზ შაშიაშვილი) მთავრობის კანცელარიას ჩააბარებს „ხალხის წერილს“, რომლის განხილვასა და შემუშავებაში 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ასევე უპასუხებენ მედიის შეკითხვებს.

14 მარტს, 15:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14 მარტს, 16:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეხვედრა გაიმართება ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა