დავით ბერძენიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ემზადებოდა ირაკლი ალასანიას დასაჭერად და ვერ დაიჭირა

ბიძინა ივანიშვილი ემზადებოდა ირაკლი ალასანიას დასაჭერად და ვერ დაიჭირა, - ამის შესახებ გადაცემა „,360 გრადუსში“ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. ბერძენიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ირაკლი ალასანიას დაკავება ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სურდა.

,,ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, მე უნდა დავიჭირო ირაკლი ალასანიაო. ეს ყურმოკვრით კი არ მაქვს გაგონილი, მართლა აპირებდა მის დაჭერას კაბელების საქმეზე. მარტო მე კი არ ვიცი, უმრავლესობის სხდომაზე აქვს ნალაპარაკები და პოლიტსაბჭოს სხდომაზე. საჯარო განცხადება ვაკეთებ - ივანიშვილი ემზადებოდა ირაკლი ალასანიას დასაჭერად და ვერ დაიჭირა, ვერ მოუძებნა.. უმრავლესობის სხდომაზე, 80 - 90 დეპუტატის თანდასწრებით, მხოლოდ რესპუბლიკელები ვეწინააღმდეგებოდით და ვამბობდით, სანამ არ არის სასამართლო ირაკლი და ეს ბიჭები უდანაშაულოები არიან და შემდეგ ასეც აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი კი ამბობდა, მე ვიცი ეს საქმე, ალასანია დასაჭერია, პროკურატურამაც კი არ იცის იმდენი დეტალი, რამდენიც მე ვიციო. მოკლედ ირაკლი ალასანია მან დანიშნა მტრად. ირაკლი ალასანიას მთავრობაში დასდევდა, ჩვენ პარლამენტში, მაგრამ ჩვენთან კორუფციული კარტი არ გამოვიდოდა, ამიტომ ჩვენთან მიმართებაში ჩართო პროპაგანდისტული ნიაღვარი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე