დავით სერგეენკო სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ვიყავი და რაიმე ზეწოლის შემთხვევას არ შევსწრებივარ

ჩართული ვიყავი წინასაარჩევნო კამპანიაში და არც ერთ რაიმე ზეწოლის შემთხვევას არ შევსწრებივარ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

„საკუთრივ ანგარიშს არ გავცნობივარ, მაგრამ მაგალითად რაც შეეხება მაჩალიკაშვილის და სარალიძის საკითხს, ნამდვილად გულწრფელად მჯერა, რომ შესაძლებლად მოკლე ვადებში და მაქსიმალურად გამჭვირვალედ იქნება ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული. რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, მე ჩართული ვიყავი წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც მოქალაქე გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულას. პირადად მე არც ერთ შემთხვევას არ შევსწრებივარ, რომ რაიმე სახის ზეწოლა ყოფილიყო",- განაცხადა სერგეენკომ.

გუშინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოქვეყნდა.

„პოლიტიკური ძალადობისთვის პასუხისმგებლობის დაყენება პრობლემად დარჩა, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ოპოზიციის წარმომადგენლებზე რიგი თავდასხმები", - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ NDI-ს განცხადებით, „ამ არჩევნებში ყველაზე განსაცვიფრებელი იყო სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან აგრესიული, პერსონალიზირებული და უპრეცედენტო თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების წინაღმდეგ“.

ანგარიშში ასევე მოყვანილია მარნეულის მერის საქმე და აღნიშნულია, რომ პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო და მერს ბრალდება წაუყენა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო