გორში მოკლული 9 წლის გოგონას ბაბუა - მთელი საქართველო ელოდება ამას - განაჩენი გამოტანილია - უვადო პატიმრობა!

განაჩენი გამოტანილია - უვადო პატიმრობა, ამას ელოდება მთელი საქართველო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ბაბუამ ხვიჩა ბერიაშვილმა განუცხადა. ის არ გამორიცხავს, ბრალდებული იაგო ნებიერიძე საქმის გაჭიანურების მიზნით არ ცხადდებოდეს სასამართლოში.

„ავად არის? კვდება თუ რა ხდება? თუ მოკვდება, მოკვდეს, თუ არადა, გამოუშვან! საქმე ბოლომდე მიყვანილია, როგორც 6 საათში იპოვეს ეს, ასეა საქმეც ბოლომდე მიყვანილი. ჩემი აზრით, ორი-სამი პროცესი, მეტი რა უნდა, რას დაგვარბენინებენ? რას გვიღვიძებენ კიდევ და კიდევ ყველა წამს? მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ, თქვენს შვილებს უნდა", -განაცხადა ხვიჩა ბერიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს