15 მარტიდან  „დედა ენისა“ და 9 მარტის ბაღებს შორის არსებულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ზაარბრიუკენის ხიდის, „დედა ენისა“ და 9 მარტის ბაღების ტერიტორიაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 15 მარტიდან 31 დეკემბრამდე, „დედა ენისა“ და 9 მარტის ბაღებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. შესაბამისად, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

„ავტობუსები N20, N23 და N95 და მიკროავტობუსები N6, N10, N35, N49, N50, N67, N109, N118, N140, N149, N150 და N200 ათონელის ქუჩისკენ გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან შეუხვევენ ჯერ ტოლსტოის, შემდეგ ხეთაგუროვის ქუჩაზე, გადაკვეთენ ბარათაშვილის ხიდს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

ავტობუსები N20 და N23 ზაარბრიუკენის მოედანზე მოსახვედრად გაივლიან ბარათაშვილის ხიდს, ჩაუხვევენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიასთან ხეთაგუროვის ქუჩას დაუკავშირდებიან, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

სხვა ზემოთ ჩამოთვლილი მარშრუტები ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ხიდის ქუჩიდან ჩაუხვევენ იუსტიციის სახლისკენ, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ავლენ პანდუსზე, საიდანაც ზაარბრიუკენის ხიდს დაუკავშირდებიან“,-ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა