გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული პოლიციელი ზუგდიდის სასამართლომ 45 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული პოლიციელი ჭაბუკა ლემონჯავა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დარბაზიდან 45 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლემონჯავას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ძირითადი მოწმეების დაკითხვა დასრულებულია და სწორედ ამიტომ მიიღო მოსამართლემ ბრალდებულის დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება.

„ძირითადი მოწმეების დაკითხვა დასრულებულია და ის საფრთხე, რომ თითქოს ბრალდებული ზემოქმედებას მოახდენდა მოწმეებზე, არ არსებობდა. ამიტომაც დავაყენეთ შუამდგომლობა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების შესახებ", - განაცხადა ჯანაშიამ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ დღევანდელ პროცესზე მიიღო. საქმეზე ლემონჯავას თანამშრომლები, გამიმძიებლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და რამდენიმე მოქალაქე უკვე დაიკითხა.

23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ გამოძიება ჯერ 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, შემდეგ კი 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეცვალა, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა