ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და  ადგილზე  გარდაიცვალა

თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან 53 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი მშენებარე კორპუსში მუშა იყო. შემთხვევა დღეს მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო:

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა