ირაკლი კვარაცხელიას ბიძაშვილი - ცხედარს თავისა და ზურგის არეში აქვს დაზიანებები

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ნაბაკევის სამხედო ბაზაზე გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე დაზიანებები აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი კვარაცხელიას ბიძაშვილმა, ანა კვარაცხელიამ განუცხადა.

მისი თქმით ცხედარს თავის და ზურგის არეში აღენიშნება დაზიანება ანა კვარაცხელია ამბობს, რომ ის ვერსიებზე ჯერ ვერ ისაუბრებს და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

„შემიძლია გითხრათ, რომ თავისა და ზურგის არეში აქვს დაზიანებები. მე თვითონ ვნახე, როდესაც მიცვალებულს ჩავაცვით. დაველოდოთ ექსპერტის დასკვნას, გამოძიებას და ყველა ერთად გავიგებთ, რა მოხდა სინამდვილეში“, - ამბობს ანა კვარაცხელია.

გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ, 13 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდა, ხოლო შემდეგ სენაკში, დევნილთა ჩასახლებაში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ვერსიით, კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა. 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას 17 მარტს დაკრძალავენ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება