პრემიერის პრესსამსახური - JICA-ის პრეზიდენტი განათლების რეფორმის კუთხით საქართველოს პრემიერის ყოვლისმომცველ ხედვას პოზიტიურად და საინტერესოდ აფასებს

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს(JICA) პრეზიდენტი შინიჩი კიტაოკა განათლების რეფორმის კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოვლისმომცველ ხედვას მიესალმება და ამ მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებს პოზიტიურად აფასებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც დოქტორმა კიტაოკამ პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს ლიდერები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში დაგეგმილ მასშტაბურ რეფორმაზე და ამ პროცესში იაპონიასთან თანამშრომლობაზე.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა JICA-ის პრეზიდენტს დეტალურად გააცნო საქართველოში მიმდინარე რეფორმები და მიაწოდა ინფორმაცია განათლების სექტორის დაფინანსების ზრდის შესახებ, რაც 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს. საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას და საქართველოში JICA-ის მხარდაჭერით მიმდინარე წარმატებულ პროექტებს. აღინიშნა, რომ ორმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ JICA-მ პირველი ოფისი კავკასიაში სწორედ თბილისში გახსნა.

"მე ვიმყოფებოდი თქვენს ქვეყანაში 2 წლის წინ და ამ ვიზიტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში. ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე მიმართულებით, როგორც წესი, წარმატებულად. ჩვენს შორის არსებობს ურთიერთგაგების მაღალი დონე. ჩვენ გვიყვარს ქართული ღვინო. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ისტორიული მემკვიდრეობა. გარდა ამისა, თქვენი ლიდერები ძალიან დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესოა თქვენი ლიდერების ყოვლისმომცველი ხედვა, მაგალითად განათლების მიმართულებით. იაპონიას მწირი რესურსები აქვს. სწორედ ამიტომ ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ადამიანურ რესურსებზე და სწორედ ეს გახლავთ იაპონიის განვითარების უმთავრესი საიდუმლო. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების სფეროს სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობის გზები, იქნება ეს დაწყებითი, პროფესიული თუ უმაღლესი განათლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება. ზოგადად, დავრწმუნდი, რომ ჩვენი თანამშრომლობა მიმავალშიც წარმატებული იქნება", - განაცხადა JICA-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა