საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობასთან საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზებას იღებს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ,,ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. ამ მიზნით მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში, ქალაქ პარიზში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი პარიზის წიგნის ბაზრობის გახსნას დაესწრნენ. ღონისძიება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა და კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრმა ფრანკ რესტერმა გახსნეს. 2019 წლის პარიზის წიგნის ბაზრობის მთავარი თემა ევროპაა, შესაბამისად, წიგნის ბაზრობის ფარგლებში, დაგეგმილია ევროპის თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიება.

საქართველომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის შეთავაზება, 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განხორციელებული წარმატებული პროექტის ფარგლებში მიიღო.

მიხეილ გიორგაძის პარიზში ვიზიტის მიზანია ფრანგულ მხარესთან 2020-2022 წლებში პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდით, ასევე, საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის დეტალების შეთანხმება და ფრანგულ ენაზე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი პროგრამების შემუშავება- განხორცილება. პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობა გაზრდის ქართველი ავტორებისა და გამომცემლების ცნობადობას ფრანგულ ლიტერატურულ სივრცეში.

სამინისტროს ინფორმაციით პარიზში მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი საქმიან შეხვედრებს გამართავენ პარიზის წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებთან, გამომცემლებთან, ასევე, საფრანგეთის წიგნის გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტთან და ფრანგული ინსტიტუტის პრეზიდენტთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა