ადა მარშანია თამარ ხულორდავას - ისედაც კაბალურია ევროკავშირთან ჩვენი ხელშეკრულება და ახლა ამას რაღაც დასჯად მეთოდებს უმატებთ?

ისედაც კაბალურია ევროკავშირთან ჩვენი ხელშეკრულება და ახლა ამას რაღაც დასჯად მეთოდებს უმატებთ? - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ ხულორდავას, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც ფინანსური სარგებლის მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი ხდება .

„ისედაც კაბალურია ეს ჩვენი ხელშეკრულება ევროკავშირთან და ამას ახლა ემატება ეს დასჯითი ამბები. ევროკავშირმა თავად გვთხოვა ეს ზომები კანონის სახით მივიღოთ?

დამისახელეთ ქვეყნები სადაც ეს სამართლებრივი ნორმები მოქმედებს. ჩვენ უფრო სერიოზულად და სასწრაფოდ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ვუშველოთ ჩვენს მოსახლეობას. ყველამ უნდა ვიფიქროთ უმუშევრობის პრობლემის დაძლევაზე. აქედან გამომდინარეობს საზღვარგარეთ დარჩენის არნახული მოთხოვნა“,- განაცხადა ადა მარშანიამ.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, შოთა ხაბარელი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი და კახაბერ კუჭავა არიან.

კანონის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეთა არალეგალური მიგრაციის, მათ შორის, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობის/ორგანიზატორის სისხლის სამართლის წესით დასჯადობის შემოღებას და აღნიშნულით უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების მაჩვენებლის შემცირებას.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3442 მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი გახდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა