სოფო კილაძე და დავით მათიკაშვილი ბერლინში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეფერატის ხელმძღვანელს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები სოფო კილაძე და დავით მათიკაშვილი ბერლინში ცენტრალური აზიის რეფერატის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ანკე კონრადს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებასა და ამ პროცესში ორი ქვეყნის პარლამენტების როლზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.

„ქართველმა დეპუტატებმა მასპინძელ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის ირაკლი კვარაცხელიას შემთხვევაზე. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს საინვესტიციო გარემოს და გერმანელი ინვესტორების საქართველოთი დაინტერესების საკითხს, რაც, ქართველი დეპუტატების თქმით, სამომავლო პერსპექტივაში სამუშაო ადგილებს შექმნის პოტენციურ შესაძლებლობას იძლევა“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს