დავით ქაცარავას ინფორმაციით, პოლიცია „ძალა ერთობაშია“-ს აქტივისტებს ხურვალეთში ხვალ შეუშვებს

სოფელ ხურვალეთის პოლიციის საგუშაგოსთან შეკრებილთა ნაწილი იქ ღამით დარჩენას აპირებს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ აქტივისტმა დავით ქაცარავამ საგუშაგოსთან მყოფ შეკრებილებს მიმართა და ნაწილს დარჩენისკენ, ნაწილს კი დაშლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პოლიციასთან მიღწეულია შეთანხება, რომ აქტივისტებს ხურვალეთში ხვალ შეუშვებენ.

„დილით ადრე შევძლებთ, რომ ბაღები დავათვალიეროთ. შესაბამისი სტრუქტურები ადასტურებენ, რომ რუსები გავიდნენ. დადასტურდა,რომ ქალბატონი ლუდა სალია დეზინფორმატორი არ არის. პოლიციამ დაადასტურა, რომ დღეს ოკუპანტები იყვნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და გავიდნენ. ხურვალეთში ბაღებს ხვალ დილით ვნახავთ. 5 მანქანა დავტოვოთ აქ სამორიგეოდ, დანარჩენები წაბრძანდით, დაისვენეთ და დილით,გამთენიისას კი შევალთ და დავათვალიერებთ.დღეს მთელი დღე მიმდინარეობდა კამპანია, რომ ჩვენ ვართ პროვოკატორები. საბოლოოდ კი დადასტურდა,რომ რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს