ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ხურვალეთის მიმართულებით დაუბრკოლებლად გადაადგილდება

სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან, სადაც ქართული პოლიციის საგუშაგოა, სამართალდამცავები არიან მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს" ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია" აქტივისტმა დავით ქაცარავამ განუცხადა, მიუხედავად ძალოვანი უწყების წარმომადგენლების დაპირების, რომ მათ 12.00 საათზე ხურვალეთში შეუშვებდნენ, მისი ვარაუდით, ასე არ მოხდება.

"მოცემული სიტუაცია, რომელიც აქ გვაქვს საგუშაგოზე, გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ, რომ იგეგმება ჩვენი არ შეშვება. სულ 5 წუთი გვჭირდება, დავათვალიეროთ ის ბაღები, სადაც რუსი ოკუპანტები მოძრაობდნენ. ვფიქრობ, რომ არ შეგვიშვებენ. სიტუაცია ხელოვნურად იძაბება და არა ჩვენი მხრიდან", - განაცხადა ქაცარავამ.

სოფელ ხურვალეთის მოსახლეობა სოფლის მიმართულებით დაუბრკოლებლად გადაადგილდება, თუმცა, მათ პოლიციის საგუშაგოსთან კონტროლის გავლა უწევთ. სწორედ ამ ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი.

იხილეთ ვიდეო: რა ვითარებაა დილიდან ხურვალეთში, სადაც სამართლადამცავები არიან მობილიზებული? - ქაცარავას კომენტარი ადგილიდან

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!