სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები  სამოქალაქო აქტივისტებს - დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ

სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები მათ სოფელში სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების შესვლას ხმაურით შეხვდნენ. სამართალდამცავებმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები შეიყვანეს.

მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს დავით ხუროშვილისა და გია ბატონისაშვილის ბაღები დაათვალიერებინეს. სწორედ აღნიშნულ ბაღებთან სამხედრო ფორმიანების გამოჩენის შესახებ საუბრობდნენ გუშინ.

"მავთულხლართებთან იდგნენ, არ გადმოსულან, მე არ მინახავს ისინი. ჩვენი ბაღია, მე არ გავრბივარ და თქვენ სად გარბიხართ, დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ", - ამ სიტყვებით შეხვდნენ ხურვალეთის მცხოვრებლების ნაწილი აქტივისტებს.

კიდევ ერთი მცხოვრები დავით საღირაშვილი აცხადებს, რომ რუსებს ოკუპირებული ტერიტორიიდან ე.წ. საზღვარი არ გადმოულახავთ.

„თავის გამოჩენა, ან ქულების დაწერა უნდათ. რუსები ოკუპანტები არიან, მეც მებრძოლი ბიჭი ვარ და არც მე მინდა რომ დადიან, არ მსიამოვნებს, მაგრამ მივიდეთ, ვეჩხუბით, ვაგინოთ და ვლანძღოთ, ამით რა გამოვა? ომს მოვიგებთ და ტერიტორიებს დავიბრუნებთ?“ - განაცხადა საღირაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ - ხურვალეთის მცხოვრებლები სამოქალაქო აქტივისტებს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს