დავით ქაცარავა - რუსების ყოფნა ამ ეტაპზე არ დაფიქსირდა, გუშინდელი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით, ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას

რუსების ყოფნა ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაფიქსირდა. გუშინდელი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით, ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" აქტივისტმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან განუცხადა.

ის სოფელ ხურვალეთში არ იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებსა და აქტივისტებს სამართალდამცავებმა საოკუპაციო ზოლის სიახლოვე დაათვალიერებინეს.

„სადამკვირებლო ჯგუფი ხურვალეთში, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, საიდანაც შეძლეს ენახათ რა ხდებოდა. რაც თვალშისაცემი და ძალიან უცნაური იყო, ორივე ბაღის ჯამური ტერიტორიის დაახლოებით, 70-80% გაწმენდილი იყო. 2 დღის წინ ეს ტერიტორია გაწმენდილი არ ყოფილა. ამ ტერიტორიის დასუფთავება გუშინ მოხდა, ვის მიერ, ეს ჩემთვის უცნობია. ჩვენი ჯგუფის იქ ყოფნის პერიოდში დაფიქსირდა ორი "პიკაპის" ყოფნა. ასევე ზედა შემოვლითი გზიდან დაფიქსირდა საინჟინრო მანქანის შემოსვლა. რუსების ყოფნა ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაფიქსირდა. გუშინდელი მათი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით. ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, რომელმაც ამისათვის ყველა ბერკეტი გამოიყენა და მოახერხა რუსების უკან დახევა. გაწმენდილი ბაღის ტერიტორია იმაზე მეტყველებს, რომ რუსები ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ შემდეგში სწრაფად, მარტივად მოახერხონ ამ ბაღების ბორდერიზაცია", - განაცხადა ქაცარავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს