დავით ქაცარავა - მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს, ისინი დღეს აცხადებენ, რომ რუს სამხედროებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია არ გადმოულახავთ

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" აქტივისტმა დავით ქაცარავამ სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან განაცხადა, რომ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს, რადგან გუშინდელი დღისგან განსხვავებით, დღეს აცხადებენ, რომ რუს სამხედროებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია არ გადმოულახავთ.

„ქალბატონი ხუროშვილის საკუთრებაშია ერთ-ერთი ბაღი. დღეს მან თქვა, რომ არავითარი რუსი არ შემოსულა. გუშინ მან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსებმა წაიღეს მისი ბაღი და რომ იქ იმყოფებოდნენ. დღეს საპირისპიროს აცხადებს. დღევანდელი მისი განცხადება ადასტურებს, რომ მოსახლეობა ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება. მოსახლეობაზე ზეწოლა მიმდინარეობს. ჩვენ ვეყრდნობით ლუდა სალიასა და ხუროშვილის გუშინდელ განცხადებას, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელი იყო", -განაცხადა ქაცარავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს