რუსეთის საგარეო უწყება - მოსკოვი აუცილებლად უპასუხებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს

მოსკოვი აუცილებლად უპასუხებს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეებისათვის დაწესებულ სანქციებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენი თანამოქალაქეების ევროკავშირის არალეგიტიმურ სასანქციო სიაში შეყვანის საბაბი, ფარისევლობითა და ცინიზმით, გვაოცებს. ძირითადად საუბარია ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებზე, რომლებიც მამაცურად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს იცავენ. თან გამოდის, რომ ჩვენი მესაზღვრეების ბრალეულობა ის არის, რომ 2018 წლის 25 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია აღკვეთეს ქერჩის სრუტეში. რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს ევროკავშირის ამ არამეგობრულ ქმედებას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირმა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის რვა თანამშრომელი სასანქციო სიაში შეიყვანა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა