მამუკა მდინარაძე - ხურვალეთში პანიკის საფუძველი არ არის - რამდენად არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ როდესაც პრობლემები ისედაც არ გაკლია, ახალი მოიგონო

ხურვალეთში არაფერი ხდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხურვალეთთან დაკავშირებით გუშინდელი მოვლენები უარყოფითი დღის წესრიგის შესაქმნელად გამოიყენა.

„რამდენად არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როდესაც პრობლემები ისედაც არ გაკლია და ახალი პრობლემები მოიგონო. ჩვენ არ გვჭირდება პრობლემების მოგონება, ჩვენ პრობლები ისედაც გვაქვს საოკუპაციო ზოლთან. ამ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობენ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი და ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია. ამ დროს პრობლემების მოგონება, მერე კომენტარების კეთება პოლიტიკური წრეებიდან არის სულ მცირე უხეში სპეკულაცია. ამაზე უარესი სიტყვები არ მინდა გამოვიყენო და თავისი სახელი დავარქვა. ჩემს რეპუტაციას გავუფრთხილდები და მხოლოდ ვიტყვი, რომ ის რაც იკადრეს ჩვენმა ოპონენტებმა იმისთვის, რომ ნეგატიური „აჯენდა“ შეექმნათ, სახელს არ დავაქმევ“, - განაცადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობაში შესაძლოა გავრცელებულიყო გარკვეული ინფორმაცია, თუმცა პოლიტიკოსებს ამბის გადამოწმებამდე კომენტარები არ უნდა გაეკეთებიანთ.

„ხომ არის საკითხები, რაც არ უნდა გამოიყენო პოლიტიკური მიზნებისთვის. ხურვალეთში არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო