თორნიკე რიჟვაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„ტურიზმის მდგრადი განვითარება ნიშნავს იმას, რომ სწორი და ინტეგრირებული პოლიტიკის განხორციელებით ქვეყანა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე გრძელვადიან პერიოდში იღებს ეკონომიკურ სარგებელს. საერთაშორისო ტენდენციების გაანალიზებით, შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის მდგრადი განვითარება მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციის მასშტაბს ამცირებს“ , - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე და დამსწრე საზოგადოებას 2019-2025 წლების ტურიზმის სტრატეგია გააცნო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების კონცეფცია მიმოიხილა, სეზონი შეაჯამა და მარკეტინგული სტრატეგიის შესახებ წარადგინა პრეზენტაცია.

ბათუმში გამართულ შეხვედრას ტურისტული სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები და გიდები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა