ვახტანგ ყოლბაიამ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სენაკში ჩავიდა და გალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„დღეს ძალიან მძიმე დღეა თითოეული ჩვენთაგანისთვის, კიდევ ერთი ტრაგიკული დღის მოწმენი გავხდით. მომხდარი ფაქტი, არის დადასტურება იმისა, თუ როგორ გაუსაძლის პირობებში და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ უწევთ ცხოვრება გალის რაიონის ძირძველ მოსახლეობას - ქართველებს, რომლებიც ყველაზე მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ დღეს მათ მამაპაპისეულ მიწა-წყალზე. ზღვარი ადამიანური ღირსების დაცვასა და სიცოცხლის შენარჩუნებას შორის გადის. პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს - ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ფაქტორს ეკისრება. სწორედ ამიტომ არის საჭირო, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის გაუგებრობა და ინსინუაციები ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით.

ვუსამძიმრებ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მომხდარი ტრაგედიის გამო თანადგომას ვუცხადებ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს