გიგი უგულავა - პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მთავრობას, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა მდგომარეობამდე,  რომ პატივს არ სცემენ მეგობრები და არ ეშინიათ მტრებს

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა ირაკლის ოჯახს და ახლობლებს მივუსამძიმრო. ეს არის უდიდესი ტრაგედია, მთელი ქვეყნის ტრაგედია. მე არ მინდა ხელი გავიშვირო კონკრეტული ადამიანებისკენ, რადგან კონკრეტულ ბოროტებას კონკრეტული ადამიანები სჩადიან, რომლებიც სასჯელს იმსახურებენ, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მთავრობას, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა მდგომარეობამდე, რომ პატივს არ სცემენ მეგობრები და არ ეშინიათ მტრებს. ამაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება. შეუძლებელია, ქვეყანამ აიტანოს, როდესაც დღისით მზისით ასე კლავენ მის შვილებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, სახელმწიფომ საერთაშორისო სანქციების ქვეშ უნდა მოაქციოს ის ადამიანები, ვინც ტრაგედია დაატეხა კვარაცხელიას ოჯახს.

გიგი უგულავა პარტიის სხვა წევრებთან ერთად სენაკში ირაკლი კავარცხელიას სამძიმარზე იმყოფებოდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ასევე მიუსამძიმრეს "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმაც. მათ ცხედარს სიმბოლურად საქართველოს სახელმწიფო დროშა გადააფარეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს