ექსპერტი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე - მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა,  ნებისმიერ შემთხვევაში,   ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას

ადამიანების გატაცების ფაქტი, უკანონო პატიმრობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არაოფიციალურ საპატიმროში, უკვე არის არაადამიანური მოპყრობა, - ამის შესახებ ექსპერტიზის ბიურო „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომელმაც აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა.

„მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა, ნებისმიერ შემთხვევაში, ადგილი აქვს ადამიანის გარდაცვალებას საპატიმროში. რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. რა იყო და როგორ იყო, ამას უკვე კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნით გახდება ცნობილი, რომელსაც „ემპათია“ მოამზადებს გამოძიების ყველა მასალებზე დაყრდნობით. ასევე, უნდა გამოვითხოვოთ სოხუმის ექსპერტიზის დასკვნა, ასევე უნდა მივმართოთ რუსეთის ფედერაციას, ატარებს თუ არა გამოძიებას და რა ვითარებაში მოხდა ამ ადამიანის გარდაცვალება. ჯერ ვერავინ ვერ იტყვის, ეს მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა.თვითმკვლელობაც რომ ყოფილიყო, აქამდე ადამიანი მიჰყავს რაღაცას. წინასწარი დათვალიერებით, იყო ერთეული დაზიანებები, მე ამაზე ზუსტად ვერ გესაუბრებით, რადგან აღებულია ქსოვილოვანი მასალა და გაგზავნილია ექსპერტიზაზე. პირველადი ექსპერტიზა დაადგენს, იყო ეს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი, რა წარმოშობისაა და გარდაცვალების მიზეზებზეც ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს