გიორგი ვაშაძის განმარტებით, ოპოზიცია შუალედურ არჩევნებზე კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებს

საქართველო არ იქნება ისეთი მაჩანჩალა, როგორიც არის დღეს. გაჭირვებას აუცილებლად დავამარცხებთ , როცა ვიქნებით ერთად. აი, ეს იყო მთელი გზავნილი დღევანდელი დღის,- ამის შესახებ "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მოკლე დროში ჩვენი სიტყვა ვთქვით ქართულ პოლიტიკაში, მომავალში ჩვენ სიტყვას ვიტყვით კიდევ უფრო მაგრად ქვეყნის განვითარებაში. თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შუალედურ არჩევნებზე „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრობა“ ერთობლივ კანდიდატებს დაასახელებენ - ზუგდიდის მერად ნიკა მელიას,მთაწმინდის მაჟორიტარად შალვა შავგულიძეს და ზესტაფონის მერობის კანდიდატად დავით კირკიტაძეს - ვაშაძე პასუხობს, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად იქნება მიღებული.

„არანაირი "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივად იღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებაში და ჩვენ ერთად გადავწყვეტთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ვინც არ შედის "გაერთიანებულ ოპოზიციაში" -ვინ იქნება კანდიდატი. კანდიდატები არის, ვიხილავთ. საბოლოო პასუხზე როგორც კი ჩამოვყალიბდებით, ყველაფერს გეტყვით. ჩვენ მივდივართ გეგმა-ზომიერად. ძალიან კარგად გვაქვს გათვლილი ნაბიჯ-ნაბიჯ , როგორ უნდა მოვიყვანოთ საქართველოში სიკეთე“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, თუ ნიკა მელია გადაწყვეტს მიიღოს მონაწილეობა ზუგდიდის მერის არჩევნებში, ის გაიმარჯვებს.

„დანარჩენი უკვე შიდა დისკუსიებზე და მსჯელობებზეა - ჩვენი სტრატეგიისთვის რა იქნება უკეთესი. ყველა პერსონალურ ამბიციას გადადებს უკან და წინ ვდებთ საქართველოს ინტერესებს“, -აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კითხვაზე, იმ პირობებში როცა დავით კირკიტაძე არის პატიმრობაში, როგორ მოახერხებს არჩევნებში მონაწილეობას გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ამ ეტაპზე არ განიხილება ეს საკითხი".

„დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია, დანარჩენ ჩვენ გადაწყვეტილებებს აუცილებლად გაცნობებთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: ოპოზიცია შუალედურ არჩევნებზე კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა