ეკა ბესელია - უმრავლესობის კანონპროექტი ადასტურებს, რომ უზენაესი სასამართლო მხოლოდ იმ ადამიანებისთვის უნდათ, ვინც სასამართლოს შიგნით არის

უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ადასტურებს, რომ უზენაესი სასამართლო მხოლოდ იმ ადამიანებისათვის უნდათ, ვინც სასამართლოს შიგნით არის და არ უნდათ ახალი მოსამართლეების გარედან შეყვანა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ირაკლი კობახიძისა და 6 დეპუტატის მიერ ინიცირებულ პროექტს პირველი მოსმენით იხილავენ.

ამ კონტექსტში ბესელიამ ყურადღება კანონპროექტის იმ ნაწილზე გაამახვილა, რომლის გათვალისწინებით არამოსამართლე პირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსში მისაღებად მოსამართლეს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

ბესელიასთვის გაუგებარია თუ რატომ შემოდის გამოცდის ჩაბარების ვალდებულება და ასეთი წესი, როდესაც ასეთი ვალდებულება აქამდე უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით არ მოქმედებდა და ასევე არ მოქმედებს მაშინ, როცა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის არჩევა ან მოსამართლის ევროპულ სასამართლოში განწესება.

ეკა ბესელია პროექტის იმ ჩანაწერსაც აკრიტიკებს, რომლის მიხედვით მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და რაიმე ფორმით მათი განმჟღავნება დაუშვებელია. ბესელიას თქმით, აღნიშნული ნორმის შემოტანა კრიტიკას ვერ უძლებს და გაუგებარია რატომ არ უნდა ჰქონდეს წვდომა ასეთ ინფორმაციაზე მათ შორის პარლამენტს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს